რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონში, სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში, ბოლო ზართან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სკოლის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.




