საზეიმო ღონისძიებებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე დაესწრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე წარმატებები უსურვეს, ასევე, გაწეული შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.





