მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ საზოგადოებას 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მერის პირველი მოადგილე- დავით გოგლიძე, მოადგილე- თამარ ქევანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე- ასლან საგანელიძე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა შეადგენდა 31 615 350 ლარს. აღნიშნული ფინანსური რესურსი მიზნობრივად მოხმარდა სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამების, საბიუჯეტო სფეროების და დარგების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას.
„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით კიდევ ბევრი პროექტი თუ პროგრამა განხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას”. – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.