ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამუშაოები გაიმართა.
ქალაქის ცენტრში სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარეები და ხეები დაირგო.
გამწვანების სამუშაოებში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ქალაქის გამწვანებისა და იერსახის მოწესრიგების სამუშაოებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.




