ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისა და ხანდაზმულთა თავშესაფარმა ფუნქციონირება დაიწყო. სივრცე სრულად გარემონტდა და აღიჭურვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
თავშესაფარი უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის – სათანადო მოვლის და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობას.
თავშესაფარი მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილზე დაათვალიერეს. დეტალურად გაეცნენ ობიექტის ინფრასტრუქტურას, მომსახურების ხარისხს და ბენეფიციართა საჭიროებებს. გამოითქვა სრული მზადყოფნა, მხარდაჭერა გაგრძელდეს სისტემურად, რათა მოხდეს სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ჩართულობის ზრდა.


