31 მაისი პოლიციელის დღეა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა პოლიციელის დღე მიულოცეს ცაგერის პოლიციის თანამშრომლებს.
პროფესიულ დღეს ვულოცავთ თითოეულ პოლიციელს, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით ღირსეულად, კეთილინდისიერად, ემსახურება ქვეყანას, ადამიანების უსაფრთხოებას.პროფესიულ და ოჯახურ წარმატებას ვუსურვებთ ყველა მათგანს.



