ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამბროლაურის ჭიდაობის კლუბ “ფალავანის” მოჭიდავეს ანა წერეთელს ქალთა ჭიდაობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, წარმატებულ სპორტსმენს და მის მწვრთნელს პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად შეხვდა.
ახალგაზრდების სპორტულ აღზრდაში შეტანილი წვლილისა და წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელი ასევე გადაეცა მწვრთნელს – გიორგი გავაშელს.
ანა წერეთელმა გორში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ქალ მოჭიდავეთა შორის ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.




