მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლების მეორე რესპუბლიკური ფესტივალი ,,ხომლი 2025″ გაიმართა
ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლების მეორე რესპუბლიკური ფესტივალი ,,ხომლი 2025″ გაიმართა.
,,მწვანე თეატრში”, ცაგერის ესთეტიკური ცენტრის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 24 ანსამბლის 800-მდე მოცეკვავემ მოიყარა თავი, მათ შორის გახლდათ ქორეოგრაფიული ანსამბლი,,ლეჩხუმი”.
ღონისძიებას უძღვებოდა ანსამბლ ,,ლეჩხუმის” ქორეოგრაფი, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბესარიონ ჩანქსელიანი.
რესპუბლიკურ ფესტივალს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები- ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა.