მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
რაჭასა და ლეჩხუმში არსებული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პერსპექტივებზე, რთველის მოსამზადებელ და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყურძნისა და ღვინის ხარისხზე.
შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ.
„რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ვაზის ჯიშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პოტენციალის სრულად გამოყენება. ქართული ღვინის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე, რაც ქართულ ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი რეპუტაციის სეგმენტში დამკვიდრების და მოთხოვნის ზრდის აუცილებელია პირობაა“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასული წლების მსგავსად, 2025 წლის რთველის ფარგლებში, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები იმუშავებენ და ჩასაბარებელი ყურძენს მონიტორინგს გაუწევენ. ამასთან, გატარდება სპეციალური ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და ადგილობრივ ჯიშებში შერევა.