ქალაქ ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის სრული განახლების პროექტი მოიცავს როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოებს და მიზნად ისახავს მოსახლეობის უწყვეტი, ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება კრიხისა და სხვავას სათავე ნაგებობები. სხვავას სათავეზე მოეწყობა თანამედროვე ტიპის წყლის გამწმენდი ნაგებობა სრული წმენდის ციკლით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ხარისხს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელისა და წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემის დისტანციური მონიტორინგისა და მართვის ტექნოლოგიის დანერგვას და აღრიცხვის კვანძების მონტაჟს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ ამბროლაურის დაახლოებით 4,200-მდე მცხოვრები უზრუნველყოფილი იქნება 24 სთ-იანი, უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით.




