მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ქალაქ ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო

მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს 1 196 589 ლარი დაიხარჯება.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან -ალუდა თუთისანთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან და მერის პირველ მოადგილესთან- დავით გოგლიძესთან ერთად პროექტის მეორე ეტაპზე განსახორციელებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მრავალფუნქციური ცენტრი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გახდება სხვადასხვა სერვისისა და ღონისძიებების გასამართი სივრცე. აღნიშნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურას და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.

ცენტრი უზრუნველყოფს მრავალფეროვან მომსახურებას, მათ შორის:

საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების დარბაზებს, რომლებიც რეგიონში სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას გახდის შესაძლებელს;

ადაპტირებულ სამუშაო სივრცეებს, რომლებიც ხელს შეუწყობს, როგორც მცირე ბიზნესებს, ისე ინოვაციური პროექტების განვითარებას;

კომფორტულ გარემოს, რომელიც სასარგებლო იქნება, როგორც მეწარმეებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებიც საჭიროებენ უფრო ხელმისაწვდომ სერვისებს.

აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წელს სრულად დამთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამბროლაურის მოსახლეობა და სტუმრები ძალიან მალე შეძლებენ თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცით სარგებლობას.