სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სპორტის სხვადასხვა სახეობის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
რეგიონში მოქმედებს 5 სპორტული კლუბი, 6 სასპორტო სკოლა და 1 სპორტული ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს ფეხბურთის, მძლეოსნობის, ჭიდაობის, ჭადრაკის, შაშის, კალათბურთის, აღმოსავლური ორთაბრძოლების, ძიუდოს, ჩოგბურთის, რაგბის, ტანვარჯიშის, მაგიდის ჩოგბურთის, კლდეზე ცოცვის, მკლავ ჭიდის, კრივის სექციები.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ჩამოყალიბებულია რეგიონული სპორტული ფედერაციები.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს ამბროლაურის ქალთა გუნდი – „რაჭა“.
რეგიონს, სხვადასხვა სპორტულ სახეობაში, ჰყავს გამორჩეული სპორტსმენები, რომლებმაც საერთაშორისო ტურნირებში არა ერთი გამარჯვება მოიპოვეს.