რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან რეგიონში განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები განიხილა.
სამსახურის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, აგრეთვე განიხილეს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და დაგეგმილი პროექტები, საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებს და მათი დროულად მოგვარების გზებს.
სამუშაო შეხვედრაზე გაიწერა მომავალი კვირის გეგმა და ხაზი გაესვა მიმდინარე პროექტების ეფექტიანად, მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, მოადგილეები ალუდა თუთისანი, ბერდია ჩანქსელიანი, რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზურა ცაგურიშვილი ესწრებოდნენ.









