რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან ერთად, ამბროლაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სახელმწიფო რწმუნებული და მერი, ამბროლაურში, მახალდიანის ქუჩისა და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დამაკავშირებელი კიბეების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ – პროექტის ფარგლებში იგეგმება კიბეების მოპირკეთება და ლითონის მოაჯირების მოწყობა, ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 139 247 ლარს შეადგენს.



