მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა, სადაც განიხილეს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სხვადასხვა პერიოდში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების აღდგენის პროცესთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადების მიმდინარეობა.
შეხვედრის დასაწყისში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოლიმპიურ ფესტივალში რეგიონის წარმატებულ მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ახალგაზრდებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, მშობლებს, ფესტივალის ორგანიზატორებსა და ყველა იმ პირს, ვინც ახალგაზრდების სპორტული აღზრდისა და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ინიციატივებს“, — განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ასევე აღინიშნა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტის — „ლხინმა შეჰყარა სოფელი“ — ფარგლებში რეგიონის სალოტბარო სკოლების მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობა. სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ინიციატივების განხორციელებისთვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალურად განეხილათ არსებული პრობლემური საკითხები და ერთობლივად ემსჯელათ მათი გადაჭრის გზებზე.