მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამბროლაურის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულების მხარდასაჭერად მიმდინარე პროგრამა განიხილეს.
პროგრამა – „პროფესიული/ხარისხიანი შინ მოვლა ხანდაზმულებისათვის“ მუნიციპალიტეტში 2020 წლიდან ხორციელდება და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას ისახავს მიზნად, რისთვისაც მერიის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყო. პროგრამით, ამ ეტაპზე, 120 ბენეფიციარი სარგებლობს.
შეხვედრისას, მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობაზე, სამომავლო გეგმებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
შეხვედრას მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მარინე ჯაფარიძე, თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.