საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.
მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მიხედვით, ხელმძღვანელი პირებისგან განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები.
შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები, ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი, ალუდა თუთისანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და შესაბამისი ზედამხედველობის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






