მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებენ.
მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკის განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმ ეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შაორის ბანაკი გერმანიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან და კანადიდან ჩამოსულ ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში ჩაერთონ. მათთვის ტარდება ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
2025 წელს შაორის ბანაკი ჯამში 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.