მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

რეგიონის შესახებ

რაჭა – ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის რეგიონი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. რეგიონს დასავლეთით ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით – ცხინვალის რეგიონი, ხოლო ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია. რეგიონის ფართობია 4600 კვ.კმ., ქვეყნის ტერიტორიის 6,6%. რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 25.7 ათასია (2025 წლის 01 იანვრის მდგომარეობით), რაც საქართველოს მოსახლეობის  0,7%-ს შეადგენს. მხარეში შედის 255 დასახლებული პუნქტი – 3 ქალაქი, 1 დაბა და 251 სოფელი. მხარის მოსახლეობის 25,1% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 74,9% სოფლებში. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება 238 დასახლება – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 64(800 მ-ზე ზევით), ონის მუნიციპალიტეტის 63 (1000 მ-ზე ზევით), ცაგერის მუნიციპალიტეტის 53 (1000 მ-ზე ზევით) და ლენტეხის მუნიციპალიტეტის 58 დასახლება (1000 მ-ზე ზევით). მოსახლეობის სიმჭიდროვე რეგიონის ტერიტორიაზე შეადგენს 5,6 ადამიანს კვ.კმ-ზე. რეგიონში მოქმედებს ოთხი თვითმმართველი ერთეული: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტები. სამხარეო დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული, რომლის ადმინისტრაცია ქ. ამბროლაურშია განთავსებული. ქ. ამბროლაური დედაქალაქიდან 280 კმ-ით არის დაშორებული.