მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, 2026 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამართა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, 2026 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამართა.
სახელმწიფო რწმუნებულმა გასულ წელს მხარეში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა, ასევე მიმდინარე წელს განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონში წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებზე, სარაგბო სტადიონების მშენებლობაზე, სარეკრეაციო სივრცეების მოწყობაზე და გაზიფიცირების საკითხებზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრის მსვლელობისას, გასულ წელს სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის ადმინისტრაციის 3 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადასცა, ასევე რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის ახალ თანამშრომელს- თამარ გოგოლაძეს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.
‘’ჩვენი მთავარი მიზანია 2026 წელი იყოს, კიდევ უფრო, ნაყოფიერი რეგიონში შემავალი თითოეული მუნიციპალიტეტისათვის, ამისათვის აუცილებელია, რომ კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ახალ, მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობა, ამ პროცესში კი ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს უდიდესი როლი გეკისრებათ, თქვენი ეფექტიანი მუშაობა განმაპირობებელია რეგიონის სწორად მართვის თვალსაზრისით.’’,-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – ბერდია ჩანქსელიანი და ალუდა თუთისანი, ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი და ადგლობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სახმახურის უფროსი ზურა ცაგურიშვილი.