იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი ლენტეხისა და ონის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო გეგმებს შეეხო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ელჩს მადლობა გადაუხადეს იმ პროექტებისთვის, რაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა და იმედი გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე და რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.





