მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოების თავმჯდომარეების მონაწილეობით, დისტანციურ ფორმატში, შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან კონკურსი 41 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
ასევე, ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებსა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების მოწესრიგებაზე. საუბარი აგრეთვე შეეხო მუნიციპალიტეტებში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესს.