მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

რაჭაში მეცხოველეობის შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებული პროფესიული პროგრამების განხორციელება იწყება
რაჭაში მეცხოველეობის შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებული პროფესიული პროგრამების განხორციელება იწყება
კოლეჯი „ერქვანი“, კომპანია „ბლაუენშტაინთან“ ერთად, მეცხოველეობის მიმართულებით შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი და საქართველოში ავტორიზებული პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების განხორციელებას იწყებს.
2 წლის განმავლობაში 6 პროგრამის დანერგვა და 100-მდე სპეციალისტის მომზადება და გადამზადება იგეგმება.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება საგრანტო პროექტის „მესაქონლეობის პროფესიული მომზადების პროგრამების დანერგვა“ ფარგლებში, რომელსაც „პროფესიული სწავლების მართვის ცენტრი“ „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ნერგავს.
პროექტის მიზანია, თანამედროვე, შვეიცარიული სტანდარტის შესაბამისი მესაქონლეობის სასწავლო პროგრამების დანერგვა, მეცხოველეობის სფეროში კომპეტენციის ამაღლება და ღირებული დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. ასევე, მეცხოველეობის მიმართულებით ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებსა და ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.
პროგრამის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოსა და ადგილობრივი საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.