რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ და რწმუნებულის აპარატის უფროსმა მარიკა დვალმა სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
„პოლიციელის დღეს გილოცავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, გისურვებთ მხნეობას და სიმტკიცეს პროფესიულ საქმიანობაში, მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.’’-აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.




