მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

პირველად ამბროლაურში ბავშვთა საერთაშორისო სარაგბო ფესტივალი გაიმართა
პირველად ამბროლაურში ბავშვთა საერთაშორისო სარაგბო ფესტივალი გაიმართა.
სარაგბო ფესტივალი ამბროლაურის აგრანო ვაჩაძის სახელობის მოედანზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მორაგბეთა გუნდ „ამარანტების“ ორგანიზებით 2013-2014 წლებში დაბადებულ მორაგბეებს შორის გაიმართა, სადაც 10 ქართულ გუნდთან ერთად, უკრაინისა და აზერბაიჯანის გუნდებმაც იასპარეზეს.
ფესტივალის დასრულების შემდგომ სარაგბო გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მანაწილეობა მხარის რწმუნებულთან -პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ქრისტინა კობახიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთად ზვიად მხეიძესთან ერთად, მოწვეულმა სტუმრებმა და ცნობილმა მორაგბეებმა მიიღეს.
სარაგბო კლუბ “ამარანტების” წარმომადგენლობამ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ბავშვთა საერთაშორისო სარაგბო ფესტივალი პირველად ჩატარდა და მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და რეგიონში რაგბის პოპულარიზაცია.