მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა
ქალაქ ონში, ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა.
ტურნირში, რომელიც ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში გაიმართა, მონაწილეობა 15 მუნიციპალიტეტის სპორტულმა გუნდმა მიიღო.
ტურნირში 10 წონით კატეგორიაში გამოვლენილი გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
ტურნირი ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური უზრუნველყოფით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.