მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჭიდაო სკოლის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა შედგა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქრისტინა კობახიძე ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგი ხიდეშელთან, პირველ მოადგილე, პაატა მაისურაძესთან, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე, ბაჩანა მარკოიშვილთან და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ონში – ირმა ჩიხრაძესთან ერთად ააიპ ონის საჭიდაო სკოლის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ‘’ქართული ჭიდაობის’’ პოპულარიზაციასთან დაკავშირებით და ამ მხრივ გასატარებელ ღონისძიებებზე.
ქართული ჭიდაობა ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც შეტანილია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სპორტული ტრადიციის შენარჩუნების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, სპორტის აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, იგეგმება ადგილობრივი მინი ჩემპიონატების მოწყობა.
აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდა სპორტსმენების მოზიდვა და მათთვის ხარისხიანი საწვრთნელი გარემოს შექმნა.