ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, მრავალფუნქციური ცენტრის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარეები და ხეები დაირგო.
გამწვანების სამუშაოებში ჩართული იყვნენ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მომავალშიც გაგრძელდება.
