მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ლენტეხში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის საქართველოს პარლამენტში, გოჩა ენუქიძის ერთობლივი ორგანიზებით, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ:
• ეთერ ლიპარტელიანი – ევროპის ჩემპიონი (ძიუდო);
• ავთო მუკბანიანი – ევროპის ჩემპიონი (სამბო);
• გიორგი ჩანქსელიანი – საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (ძიუდო);
• თორნიკე გვიჭიანი – საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში.
სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილე ქრისტინა კობახიძემ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა.
ღონისძიება ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა.