მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცანას ტერიტორიაზე მიმდინარე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
50 500 კუბური მეტრის მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება, რაც მრავალწლიანი ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტას უზრუნველყოფს.
„სარკოფაგის მშენებლობა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კლიმატური პირობების გათვალისწინებით ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წელს შესრულდა ნაპირდამცავი სამუშაოები და წყალარინების სისტემის მოწყობა, ხოლო წელს მიმდინარეობს უშუალოდ სარკოფაგის მშენებლობა. ამ ეტაპზე დაგეგმილია დარიშხანით დაბინძურებული ნარჩენების სარკოფაგში გადატანა ცანა 3-დან, ხოლო მომავალ წელს – ცანა 1-დან და ცანა 2-დან“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
დარიშხანშემცველი ნარჩენების საცავის მოწყობის მიზნით, კომპლექსური კვლევები ჩატარდა და შესაბამისი ანგარიშები მომზადდა. ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, პრიორიტეტები განისაზღვრა უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად.