მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატთან გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
სატყეო სამსახურის ახალი ოფისი რეგიონის 4 მუნიციპალიტეტს ემსახურება. შენობა აღჭურვილია მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურში დასაქმებულია 104 თანამშრომელი, მათ შორის 11 მეტყევე და 57 ტყის მცველი. ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით, რეგიონის დაახლოებით 250-მდე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.
„რაჭის რეგიონს ტურისტული პოტენციალის განვითარების კარგი შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა ამ რეგიონში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კერძო სექტორის ხელშეწყობა ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა და ეკოტურიზმის განვითარებაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილია, რაც რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში ტყის აღდგენის ღონისძიებები 100,6 ჰა ფართობზე მიმდინარეობს.