საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ლენტეხის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, ასევე, გაწეული შრომისთვის პედაგოგებს და მშობლებს მადლობა გადაუხადეს.



