საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
საზეიმო ღონისძიებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი მარიკა დვალი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი დაესწრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, ასევე, გაწეული შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.




