რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი მარიკა დვალი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორ თამარ კერესელიძესთან ერთად, ბათუმში, ახალგაზრდობის რეგიონულ ფორუმს დაესწრო.
3 დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს წარმატებული პრაქტიკები, განსაზღვრეს არსებული საჭიროებები, გამოწვევები და შეიმუშავეს ახალი იდეები.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და რეგიონებში ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა.
ახალგაზრდობის რეგიონულ ფორუმში, საქართველოს მასშტაბით, საჯარო უწყებებიდან ახალგაზრდული სფეროს 40-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.




