დღეს, ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ნინო წერეთელთან, ერთად დაათვალიერა. ისინი რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ და გამოსაცდელებს წარმატებები უსურვეს.
საგამოცდო ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე.
2025 წლის გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება.
გამოცდების 80 000-მდე მონაწილეს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრები ემსახურება.




