მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მინი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ემზადება
29 აპრილს ფოთის სპორტულ კომპლექსში გაიმართება სუპერფინალი მინი ფეხბურთში, სადაც 2023 და 2024 წლების სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სკოლების გუნდები ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან.
სუპერფინალის გამარჯვებული გუნდები ნოემბერში ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში გაემგზავრებიან სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 11-20 ნოემბერს ჩატარდება.
მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის წევრებს, მათ მწვრთნელებს, სკოლისა და ფეხბურთის ფედერაციის, ასევე რესურს ცენტრის წარმომადგენლებს. მოისმინეს მათი მოლოდინები, გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა და წარმატებები უსურვეს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზად არის გვერდით დაუდგეს ჩვენს ახალგაზრდებს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და იამაყოს მათი მიღწევებით!
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს მომავალ ჩემპიონებს საგზურისთვის ასპარეზობაში და წარმატებული გზა ვუსურვოთ მსოფლიო ჩემპიონატზე!