ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შხივანაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით გოგლიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში 2,3 კმ-მდე მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს რკინა- ბეტონის სანიაღვრე არხებისა და გზის საყრდენი კედლების მოწყობას.
სამუშაოები მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 2 250 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2025 წლის ოქტომბერში იგეგმება.




