მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

+995 0 439 221880

სამუშაო საათები:

ორშ-პარ / 9:00 – 18:00

ელ.ფოსტა:

info@racha.gov.ge

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში

(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

STATE REPRESENTATIVE'S ADMINISTRATION
IN ADMINISTRATIVE - TERITORIAL UNITS

(AMBROLAURI, LENTEKHI, ONI, TSAGERI MUNICIPALITIES)

+995 04 39 22 18 80

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.
პროექტები მოიცავს გზების რეაბილიტაციასა და მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი და მუნიციპალური შენობების რეაბილიტაციას და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სამუშაოების მიმდინარეობისას მაქსიმალურად გაკონტროლდება ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები.