რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. რეგიონს დასავლეთით ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - ცხინვალის რეგიონი, ხოლო ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია. რეგიონის ფართობია 4600 კვ.კმ-ია, მოსახლეობის რაოდენობა კი 000 ათასს შეადგენს. რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონი აერთიანებს 5 ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულს: ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები.